ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი იანვარ-ივლისში, 17,6 მლნ ტონამდე გაიზარდა, რაც 6,4%-იანი ზრდაა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით 23 076,5 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურზე 10,2%-ით მეტია. ნავთობის მთლიანი მოცულობის 76,3% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) საექსპორტო ნავთობსადენით გადაიზიდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ცნობით, BTC-ის გავლით ტრანზიტული ნავთობის მოცულობა 2,6 მილიონი ტონიდან 2,9 მილიონ ტონამდე გაიზარდა.
აზერბაიჯანმა BTC-ით გაიტანა ნავთობის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 76,3%, რამაც 2023 წლის იანვარ-ივლისში 23,07 მლნ ტონა შეადგინა.
BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
- „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
- Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს