დასავლეთ უნგრეთის ქალაქ ზალაეგერსეგში, გერმანული კონცერნის Rheinmetall-ის ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია Rheinmetall-მა Twitter-ზე განათავსა.
ქარხანა 33 ჰექტარზეა განთავსებული და თანამედროვე კვლევით ცენტრსაც მოიცავს. ადგილზე დასაქმებულია ასობით მუშაკი.
Rheinmetall-ის წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ 350 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
კონცერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა, რომელიც ქარხნის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, ფაქტს უწოდა „მჭიდრო კავშირების მტკიცებულება მთავრობასთან და უნგრეთის შეიარაღებულ ძალებთან, რომელიც არის ევროკავშირის პარტნიორი და NATO-ს წევრი.“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ზალაეგერსეგში, ისრაელის კომპანია Uvision-თან ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ გამოაცხადა, რომელიც უნგრეთში საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს.
-
გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის
-
გერმანული Rheinmetall-ი ადასტურებს, რომ უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს