უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი დაიწყო.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.
„როგორც ყოველთვის, გვექნება არსებითი მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან," - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებია, რათა უკრაინამ ცა „რუსული ტერორისგან“ დაიცვას.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა.
შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.
თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.