მონტენეგრო უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ დეკლარაციას შეუერთდა

მონტენეგრო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ზელენსკი ათენში უკრაინა-ბალკანეთის სამიტის ფარგლებში შეხვდა მონტენეგროს პრეზიდენტს, იაკოვ მილატოვიჩს და მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

ხსენებულ დეკლარაციას ბოლო დღეების განმავლობაში შეუერთდნენ საბერძნეთი, კოსოვო, ბულგარეთი, ლუქსემბურგი. ჩრდილოეთ მაკედონია.


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ორმა ლიდერმა განიხილა მონტენეგროს დახმარება უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში, მშვიდობის გლობალური სამიტის წინ, რომლის ჩატარებაც კიევს შემოდგომაზე სურს. ზელენსკიმ და მილატოვიჩმა ასევე განიხილეს უკრაინასა და მონტენეგროს შორის ორმხრივი თანამშრომლობა და, კერძოდ, უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საკითხი.


„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია.

მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინა თითოეულ სახელმწიფოსთან დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.