EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა

EBRD-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი, იურგენ რიგტერინკი, ორშაბათს, 4 სექტემბერს სამხრეთ კავკასიაში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს.

ის ვიზიტს სომხეთიდან დაიწყებს, შემდეგ საქართველოს ესტუმრება და ვიზიტს აზერბაიჯანში დაასრულებს. EBRD-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს, ბიზნეს ლიდერებს და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს თითოეულ ქვეყანაში. სომხეთში, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკრედიტო ხაზს ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან, რათა კიდევ უფრო გაზარდოს კერძო სექტორის განვითარება. საქართველოში რიგტერინკი აღნიშნავს ახალი რეგიონული დირექტორის მიერ მისიისაწყებას.


საქართველოში რიგტერინკი გამოაცხადებს პროგრამის დაწყებას EBRD-ის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულების ფარგლებში. აზერბაიჯანში ის მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დაწყებაში ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და სწავლებისთვის, რაც ორგანიზებულია სახელმწიფო პროფესიული განათლების სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავს კვების მრეწველობის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას.


ვიზიტიას რიგტერინკმა განაცხადა: „ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა, შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს და ბიზნეს საზოგადოების წევრებს, რათა განიხილონ პრიორიტეტები რეგიონში, განსაკუთრებით კი, უკრაინასთან რუსეთის ომისა და მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით. კავკასია ბანკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ მუდმივი მხარდაჭერა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ჩვენი ინვესტიციების, საკონსულტაციო სერვისების და პოლიტიკის ჩართულობის გზით.“

ცნობისთვის, EBRD-მა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა რეგიონის 680 პროექტში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.