უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიაში იოშიმასა კიევში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარალებებს დაიწყებენ. ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.
იაპონელი დიპლომატი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება.
„შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე G7-ის დეკლარაციის შესაბამისად," - განაცხადა ზელენსკიმ.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიაში იოშიმასა უკრაინაში 9 სექტემბერს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“
G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.