უკრაინა მრავალეროვნულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობს

უკრაინელი სამხედროები მრავალეროვნულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობენ. სწავლება 11 სექტემბერს რუმინეთის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობით დაიწყო.

წვრთნები - „Sea Breeze 23.3,“ 11-დან 15 სექტემბრამდე გაიმართება.


მასში ასევე მიიღებენ მონაწილეობენ სამხედროები საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და თურქეთიდან. კერძოდ, სპეციალისტები, მათ შორის მყვინთავ-გამნაღმველები გაივლიან წვრთნებს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში.

წვრთნების მიზანს საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ კონტრმოქმედების დამუშავება წარმოადგენს.