სუს–ი: აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.


„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.


ასევე წაიკითხეთ: