ევროპა აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების შემდგომ გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ევროკომისიის კლიმატის მოქმედებისა და ენერგეტიკის სპიკერმა, ტიმ მაკფიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„2022 წელს აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებამ ევროკავშირის იმპორტის 3 პროცენტი შეადგინა, 2021 წელს 2 პროცენტთან შედარებით. ჩვენ ველოდებით, რომ წელს ანალოგიურ დონეს მივაღწევთ. 2021 წელს ჩვენ მივიღეთ 8,1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი, ხოლო 2022 წელს - 11,3. ასე რომ, არის ზრდა. ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობას,“ - განაცხადა სპიკერმა.
სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით აწარმოებს. პროექტის ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ გაზის მიწოდების მოცულობა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2027 წლისთვის ამჟამინდელი 10 მლრდ სმ-დან 20 მლრდ სმ-მდე.