თურქეთი პირველი ოქტომბრიდან მოლდოვაში დღეში 2 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს დაიწყებს. იუწყება თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu.
სხვა დეტალები ჯერ არ სახელდება. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ოქტომბრიდან თურქეთი რუმინეთს დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდებას დაიწყებს. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია BOTAS-მა შესაბამისი ხელშეკრულება რუმინულ ნავთობკომპანია OMV Petrom-თან გააფორმა.
თურქეთმა ახელშეკრულებები ასევე, ბულგარეთთან და უნგრეთთან წელს გააფორმა.