აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე, როვშან რუსტამოვმა და თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრის დროს მიაღწიეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ, იუწყება Trend.
აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ერთობლივ ღონისძიებებზე, რათა BTK-ის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ, ხაზის სრული პოტენციალი გამოიყენონ.
-
საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, შუა დერეფნის მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
-
რა საკითხები განიხილეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრაზე
BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.
BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).