აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ფიცი დადო

აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ფიცი დადო. 

31 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რობინ დანიგენი მუშაობდა აშშ-ის ინტერესების ხელშესაწყობად მთელ მსოფლიოში. რობინ დანიგენი გამოჩენილი დიპლომატი და ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი მნიშვნელოვანი ურთიერთობა საქართველოსთან განვითარდება," - ამბობს ვოქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,“ - ამბობს ვიქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. Europetime-მა ახალ ელჩთან დაკავშირებული დოსიე სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა.


რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა.


დანიგენი 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგენი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო.

რობინ დანიგენი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.