ისრაელის შიგნით ამჟამად ბრძოლები არცერთ ქალაქში არ მიმდინარეობს, თუმცა ამ მხარეში ტერორისტები, შესაძლოა, ისევ იყვნენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს და აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორის გარშემო ყველა თემზე კონტროლი აღდგენილია.
მოცემულ ცნობას CNN ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჯარმა საზღვარზე მდებარე 24 ქალაქიდან 15-ში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, დანარჩენის ევაკუაციას უახლოეს დღეს გააგრძელებს.
ჰაგარის თქმით, შაბათ დილიდან ისრაელის მიმართულებით 4 400 რაკეტა გაუშვეს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.
-
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა
-
როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“
-
რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი
-
როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი
-
ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია