ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას გეგმავს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.

ელექტროენერგია, საკვები, საწვავი ან წყალი არ მიეწოდება ანკლავს, რომელიც სამი მხრიდან არის გარშემორტყმული ისრაელითა და ეგვიპტით.

„ჩვენ ვებრძვით ბარბაროსებს და შესაბამისად ვუპასუხებთ,“ - განაცხადა გალანტმა.


შეგახსენებთ, რომ ისრაელი აკონტროლებს საჰაერო სივრცეს ღაზისა და მისი სანაპირო ზოლის გარშენო და მისი სასაზღვრო პუნქტებით ზღუდავს საქონლის შეტანას და ასევე გამოსვლას.  ანალოგიურად, ეგვიპტე ღაზასთან მის საზღვრებს და მის გარეთ. ანალოგიურად, ეგვიპტე აკონტროლებს, ვინ კვეთს ღაზასთან მის საზღვრებს და ვინ გამოდის ტერიტორიიდან.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.