უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, მოსკოვმა „ჰამასს“ გადასცა უკრაინაში ომის დროს ხელში ჩაგდებული დასავლური იარაღი, მიზანი უკრაინის დისკრედიტაციაა.
„რუსების პროვოკაცია მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას და დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების სრულად შეწყვეტას,“ - აცხადებს უკრაინის დაზვერვა.
„აგრესორი-სახელმწიფო რუსეთი ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტების თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი პროვოკაციისთვის იყენებს. რუსულმა დაზვერვამ უკვე გადასცა „ჰამასის“ ტერორისტებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს ხელთ ჩაგდებული დასავლური ტექნიკა. შემდეგი ნაბიჯი, რუსების გეგმით, უნდა იყოს უკრაინელი სამხედროების დადანაშაულება, თითქოს, ისინი რეგულარულად ყიდიან დასავლურ იარაღს ტერორისტებზე,“ - მიაჩნიათ უკრაინის დაზვერვაში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.
-
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა
-
როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“
-
რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი
-
როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი
-
ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია