12 ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის სტრატეგიული გეგმის კომისიამ აშშ-ის ბირთვული პოლიტიკისა და სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 12 წევრისგან (ექვსი დემოკრატისაგან და ექვსი რესპუბლიკელისაგან) შემდგარი კომისია კონგრესმა 2022 წელს აირჩია, რათა გრძელვადიანი საფრთხეები შეეფასებინა, განეხილა აშშ-ის ძალების პოზიციაში ცვლილებები და რეკომენდაციების მიწოდების საკითხები.
შეერთებული შტატები უნდა მოემზადოს რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო ერთდროული ომებისთვის თავისი ძალების გაფართოებით, ალიანსების გაძლიერებით და ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამის გაძლიერებით, განაცხადა ორპარტიულმა პანელმა 12 ოქტომბერს.
თუმცა პანელის სადაზვერვო ანგარიშებმა აჩვენა თუ არა ჩინეთსა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის მიმართულებით რაიმე თანამშრომლობა, მოხსენების მონაწილე მაღალჩინოსანმა არ განმარტა.
როგორც Reuters-ი მიუთითებს, ანგარიში ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ბირთვული არსენალი საკმარისია რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანებული ძალების შესაჩერებლად.
„არსენალის შემადგენლობა ჯერ კიდევ აჭარბებს იმას, რაც აუცილებელია საკმარისი რაოდენობის მოწინააღმდეგის რისკის ქვეშ დასაყენებლად, რათა შეაჩეროს მტრის ბირთვული თავდასხმა," - განაცხადა თავის მხრივ, შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ადვოკატირების ჯგუფმა მოხსენების საპასუხოდ.
„აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ორივე მოწინააღმდეგის შეკავებისა და დამარცხებისთვის ერთდროულად. „აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო წესრიგსა და მის მიერ დაცულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნიან ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმები,“ - განაცხადა კომისიამ.
„ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეები მწვავე 2027-2035 წლებში გახდება, ამიტომ, „გადაწყვეტილების მიღება ახლაა საჭირო, რათა ქვეყანა მზად იყოს,“ წერია 145-გვერდიან მოხსენებაში.
რეკომენდაციები
მოხსენებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის 30-წლიანი პროგრამა, რომელიც 2010 წელს დაიწყო და 2017 წელს 2046 წლისთვის დაახლოებით 400 მილიარდი დოლარი დაჯდებოდა, სრულად უნდა დაფინანსდეს, მიწოდების სისტემებისა და ინფრასტრუქტურის გრაფიკის მიხედვით განახლებისთვის.
სხვა რეკომენდაციები მოიცავდა უფრო მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას აზიასა და ევროპაში, და უფრო მეტი B-21 სტელსის ტიპის ბომბდამშენების და ახალი კოლუმბიის კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებას, ვიდრე ახლაა დაგეგმილი.
„თუ ასეთი ზომები არ მიიღება, შეერთებულმა შტატებმა "სავარაუდოდ," უნდა გაზარდოს თავისი დამოკიდებულება ბირთვულ იარაღზე, ნათქვამია მოხსენებაში.