NATO ჟენევაში სამეკავშირეო ოფისის გახსნას განიხილავს - მედია

NATO ნეიტრალური შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სამეკავშირეო ოფისის გახსნას განიხილავს. მედიის ცნობით, პროექტი უკვე დამტკიცებულია ბერნის მიერ.

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ემზადება სამეკავშირეო ოფისის შესაქმნელად.

„გადაწყვეტილება ჟენევაში ახალი ოფისის გახსნის შესახებ აიხსნება ალიანსის სურვილით, გააღრმაოს ურთიერთობა გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან,“ წერს swissinfo.


ნეიტრალიტეტი (გერმ. Neutralität, ლათ. neuter — არც ერთი, არც მეორე) — საერთაშორისო სამართალში — ომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა.

ნეიტრალური სახელმწიფოები თავს იკავებენ, დაპირისპირებული საერთაშორისო სამართლის სუბიექტებიდან რომელიმეს მხარდაჭერისგან. ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებად არიან აღიარებულნი, ან თავად აცხადებენ ამას, როგორც წესი, სამხედრო ალიანსების წევრობაზე უარს ამბობენ. ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტრაულური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის:

არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;
არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთ.);
არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).