ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით 9 თვის განმავლობაში. გაიზარდა 4,5%-ით, ტრანზიტი – 6,7%-ით.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 22 მილიონ 665,1 ათასი ტონა შეადგინა.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 76,1% BTC ნავთობსადენით გადაიზიდა.
ამასთან, „ევროპაში ექსპორტირებულია 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში – 7,5 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში – 1,7 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 4,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა.
BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.