ტაივანი ჩინეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის საჰაერო ძალების 13-მა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია და ტაივანის თავდაცვის ზონაში უნებართვოდ შეიჭრა.

უწყების თანახმად, ჩინეთის საჰაერო ძალები საბრძოლო ვერტმფრენებსა და დრონებს მოიცავდა.


ჩინური მხარის ინფორმაციით, ისინი „გეგმურ საბრძოლო წვრთნებს ახორციელებენ და ტაივანის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.“

ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.

ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.


გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი