საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
დარჩიაშვილის შეფასებით, ერთი რამ არის ცხადი - ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის თქმით, „ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება“. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს „გარკვეულწილად პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით“.
„საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მინისტრმა.
შეკითხვა ეხებოდა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ამასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს. შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
შემდეგ აღნიშნულია, რომ „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.
პარლამენტარმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს ჰკითხა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამაზე პასუხად ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.