გრენლანდია ზამთრის დროზე პირველად არ გადავა

გრენლანდია, რომელიც დანიის ავტონომიური რეგიონია, ზამთრის დროზე გადასასვლელად საათს პირველად არ გადაწევს.

კვირას ღამით დანიელები საათებს ერთი საათით უკან გადაწევენ, მაგრამ გრენლანდია ზაფხულის დროზე დარჩება.

2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები დროის გადაწევის საკითხს ინდივდუალურად წყვეტენ. ევროპარლამენტმა 2021 წელს მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლითაც, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა ზაფხულში დროის გადაწევაზე უარის თქმას ითხოვდა.


2018 წლის აგვისტოს ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა რომ ევროკავშირი დაასრულებდა ერთობლივი „დროის გადაწევის“ პრაქტიკას. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მასშტაბით გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 4,6 მილიონი მოქალაქიდან, 84 პროცენტი "საათის გადაწევის" გაუქმების მომხრეა. 4,6 მილიონი ადამიანიდან ყველაზე მეტი გერმანიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის მოქალაქე იყო.


საათის გადაწევას ევროკავშირი 2002 წლიდან არეგულირებს. ყოველწლიურად, მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო კვირამდე, ევროკავშირის ქვეყნებში დრო 1 საათით გადაიწევა წინ. ამასთანავე, ევროკავშირში სამი სასაათო სარტყელია: 1. დასავლეთ-ევროპული ანუ გრინვიჩის დრო, საიდანაც იწყება დროის უნივერსალურად ათვლა; ცენტრალურ-ევროპული დრო, სადაც ევროკავშირის ყველაზე მეტი ქვეყანაა მოქცეული და აღმოსავლეთ ევროპის დრო, რომელიც ორი საათითაა წინ.


2018 წლის წლის აგვისტოში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ევროგაერთიანების მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულის დროზე დარჩენას ემხრობა. კვლევების თანახმად, ევროპელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დროის ცვლილება ძილის გრაფიკს არღვევს და სამუშაოს ხარისხზე უარყოფითად აისახება. დროის ცვლილების მომხრეები კი ამბობენ, რომ საათის გადაწევით დილით და საღამოს სინათლის ხანგრძლივობა იმატებს, რაც ენერგიას ზოგავს და ავტოსაგზაო შემთხვევებს ამცირებს.


2019 წლს არსებული ევროდირექტივის მიხედვით, გაერთიანების 28 წევრი ქვეყანა ზაფხულის დროზე მარტის ბოლო კვირა დღეს, ზამთრის დროზე კი ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გადადიოდა.

ევროკავშირში საათის გადაწევა 2002 წლიდან რეგულირდებდა. ზაფხულის დრო უკვე გაუქმებულია არაერთ ქვეყანაში, მათ შორის 2005 წლიდან საქართველოში.

წელიწადში ორჯერ საათის გადაწევა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს.