უკრაინა და ნიდერლანდები უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, კონსულტაციების პირველი რაუნდი 28 ოქტომბერს მალტაში უკრაინის სამშვიდობო ფორმულის სამიტის ფარგლებში გაიმართა.


„სიმბოლურია, რომ ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები ჰოლანდიასთან უსაფრთხოების საკითხებში სწორედ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მესამე შეხვედრის დროს, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ, რადგან ფორმულის ერთ-ერთი ელემენტია ომის ესკალაციისა და აგრესიის განმეორების თავიდან აცილება,“ - განაცხადა იერმაკმა.

უკრაინისა და ნიდერლანდების დელეგაციებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის, უკრაინის ეკონომიკური აღდგენის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხები განიხილეს.


ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“


G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.