ევროკომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც საქართველოს ახალი ანგარიშის მიხედვით განესაზღვრა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველია.
ევროკავშირის ელჩის შეფასებით, საერთო მიზანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს.
„როგორც ვიცით, გეოპოლიტიკური კონტექსტი ნამდვილად რთული გახლავთ. აგრესია და ომი ნამდვილად მიმდინარეობს უკრაინაში. რუსეთის გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში გრძელდება და ასევე, ნარატივების მიმართულებით არსებობს პრობლემა.
დეზინფორმაცია, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს ყველგან, აქაც კი, საქართველოშიც კი. უმეტესობა საქართველოს ფარგლებს გარედან მოდის, მაგრამ ასევე სახეზე გვაქვს შეთქმულების თეორია, პროპაგანდა და ნამდვილად, ძლიერდება ეს ყველაფერი საქართველოს შიგნით. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს და მსურს, რომ თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტისკენ, რომ 9 ნაბიჯიდან, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოს მიერ, როგორც გაიცა რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, დეზინფორმაციასთან ბრძოლა გახლავთ პირველი ნაბიჯი.
ებრძოლეთ დეზინფორმაციას და ინფორმაციის მანიპულირებას საზღვარგარეთიდან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. ეს არ არის მარტივი რამ და სავარაუდოდ, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ შეაჩეროთ ეს ნამდვილად მანკიერი დეზინფორმაციის წრე ხუთ კვირაში, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს.
საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, გვსურს, მოგახსენოთ, რომ ევროკავშირის კარი არის ღია.
დღეს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა წევრი ქვეყნების მისამართით, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთი მიზნისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა რაც შეიძლება მალე,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
- ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
- რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი