საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ესაუბრა. ამის შესახებ მან ორბელიანის სასახლის წინ შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მან ზელენსკის და სანდუს წინგადადგმული ნაბიჯი მიულოცა.
- ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
- რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი
„ეს მათთვის დიდი ნაბიჯია წინ, ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მივულოცე და ასევე მათ მთხოვეს, რომ გადმომეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული. ჩვენ ერთად ვივლით ამ გზაზე, რომელიც დიდი გზაა და ერთ მშვენიერ დღეს სამივე აღმოვჩნდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები,“ განაცხადა ზურაბიშვილმა.