ყაზახეთი ესტონეთს შუა დერეფნის განვითარებისთვის თანამშრომლობას სთავაზობს

ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარებისთვის ესტონეთთან თანამშრომლობა სურს. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცლერის ჯონატან ვსევიოვის შეხვედრისას გახდა ცნობილი.


ვასილენკომ ხაზი გაუსვა ესტონეთთან თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას ყაზახეთისთვის საინტერესო სფეროებში, როგორიცაა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე დიგიტალიზაცია და მწვანე ეკონომიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო საქმიანობას. მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის განვითარების კარგი დინამიკა და აქტიური თანამშრომლობა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, სრულად დაუჭირონ მხარი და ხელი შეუწყონ დისკუსიას ყაზახეთ-ესტონეთის ურთიერთობების განვითარების შესახებ.


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.