თურქეთის F-16-ები რუმინეთში განლაგდნენ

თურქეთის საჰაერო ძალების 4 თვითმფრინავი რუმინეთში, NATO-ს საჰაერო მისიის ფარგლებში, პატრულირების მიზნით განლაგდა.

„დაახლოებით 80 სამხედრო მოსამსახურესაგან შემდგარი ეკიპაჟი და 4 F-16 თვითმფრინავი იფრენს რუმინეთის საჰაერო ძალების პილოტებთან ერთად, გაძლიერებული საჰაერო მისიის დროს, NATO-ს მეთაურობით. ერთობლივი მისია ხელს უწყობს რუმინეთისა და თურქეთის საჰაერო ძალებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერებას,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.