ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა

ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ გაიანას რეგიონის, ესეკიბოს მიერთებას მხარი დაუჭირა. რეფერენდუმზე ხმა დაახლოებით, 10,5 მილიონმა ვენესუელელმა მისცა, რომელთაგან 95%-მა ვენესუელის შემადგენლობაში ახალი შტატის, ესეკიბოს შექმნას დაუჭირა მხარი.


გაიანას პრეზიდენტი, ირფაან ალი მოსახლეობას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ აქციაზე შეუერთდა. მან განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას გაიანას ტერიტორიის ნაწილის ანექსიას უკრძალავს.

რეფერენდუმი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ჩატარდა. 1899 წელს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ გაიანა-ესეკიბოს ტერიტორია გაიანის ნაწილად აღიარა. მაშინ ეს დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2015 წელს სადავო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს.