რომელი ქვეყნები დაემატა სიას, რომელთა მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ​PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებენ

პრემიერმა იმ ქვეყნების გაფართოებული ჩამონათვალი დაასახელა, რომელთა მოქალაქეები საქართველოში საჰაერო საზღვრის გადაკვეთით ჩამოსვლას მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე. კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გაუქმდა.

რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის

საქართველოში უპირობოდ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინა ექნებათ გაკეთებული.

ქვეყნებს, საიდანაც მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებს, თურქეთი დაემატება