სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესშია

უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლუქსემბურგის პრემიერთან შეხვდრამდე და კიევის მიმართ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების აუცილობას გაუსვა ხაზი.


„ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ მძიმეა. რუსეთი აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელებს რთული ზამთრის გადატანაში და ასევე, უკრაინას, როგორც სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს დავეხმაროთ. ეს არის სწორი ნაბიჯი. ეს ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია,“ განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.