უკრაინა F-16-ის მიღებას უახლოეს მომავალში ელის

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თანამედროვე გამანადგურებლების, F-16-ის მიწოდებას „უახლოეს მომავალში“ მოელის.

რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ ამერიკული გამანადგურებლების მიღებისთვის მზადება სრული ძალისხმევით მიმდინარეობს.

ოქტომბერში დანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პირველ პარტიას 2024 წლის მარტსა და აპრილში გადასცემს.


9 დეკემბერს უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 95 „სამხედრო შეტაკება“ მოხდა. განხორციელდა 28 სარაკეტო თავდასხმა და 27 საჰაერო თავდასხმა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკის რეგიონში, ავდეევკის რაიონში გაიმართა. რუსეთის ჯარები კვირებია, ცდილობენ ალყაში მოაქციონ ეს სამრეწველო ქალაქი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო სიმბოლოდ იქცა.