გერმანიის შს მინისტრი საქართველოს ეწვევა

გერმანია და საქართველო ხელს მოაწერენ მიგრაციის ხელშეკრულებას, რომელიც შრომით მიგრაციას და, ამავდროულად, გერმანიაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას გაამარტივებს. ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

კვირის დასაწყისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი საქართველოში გაემგზავრება, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას. მსგავსი შეთანხმებები ასევე მზადდება მოლდოვასთან და რამდენიმე ქვეყანასთან. ფეზერმა განაცხადა, რომ ნოემბრის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის 8000-ზე მეტი განაცხადი შევიდა.


ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.