ვინ არ დაუჭირა მხარი გაეროში რუსეთის რეზოლუციას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მიერ წარდგენილ რეზოლუციას კენჭი უყარა.

რეზოლუციას „ბრძოლა ნაციზმთან, ნეონაციზმთან და პრაქტიკის სხვა სახეობებთან, რომლებიც რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებს ახალისებს,“ 118 ქვეყანა მიემხრო, 49 წინააღმდეგი იყო, 14-მა კი, თავი შეიკავა.

  • რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, ისრაელმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და სხვა ქვეყნებმა.

წინააღმდეგ მისცეს ხმა საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, საფრანგეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ავსტრიმა, ალბანეთმა, ბელგიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა, ფინეთმა, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიმა, პოლონეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და შვედეთმა.


უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მკაცრად გმობს ნაციზმის, ნეონაციზმისა და რასიზმის სხვა ფორმებს, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. მაგრამ, მისი თქმით, რეზოლუცია არის საბაბი რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სასტიკი აგრესიული ომის გასამართლებლად.


უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თითქმის ორი წელია, რუსი სამხედროები თავს ესხმიან განურევლად ყველას, მშვიდობიან მოსახლეობას, სიკვდილით სჯიან, აწამებენ აუპატიურებენ და მასობრივად ასახლებენ მათ და ეს ყველაფერი - ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საბაბად ქვეყნის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია დაასახელა.