ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღეა

პრაღის უნივერსიტეტში თავდასხმისას 14 ადამიანის დაღუპვის გამო, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შაბათს შუადღისას ქვეყნის მასშტაბით ზარები დაირეკება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

პოლიციამ პრაღის კარლის უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სროლა მოხდა, იარაღის დიდი არსენალი აღმოაჩინა.


პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში გაისროლა, სტუდენტი იყო. პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირი გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტუდენტი პრაღის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო, მისი მამა კი, ხუთშაბათს იპოვეს გარდაცვლილი. სროლა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მოხდა - მას ტერორისტული ინციდენტის კვალიფიკაციას არ აძლევენ.