უკრაინამ და გერმანიამ „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ კონსულტაციების ახალი რაუნდი გამართეს

უკრაინამ და გერმანიამ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე კონსულტაციების მეოთხე რაუნდი გამართეს, რათა უზრუნველყონ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ძირითად კომპონენტებზე, წამოჭრეს მომავალი ორმხრივი შეთანხმების სამართლებრივი საზღვრების საკითხი და ასევე შეთანხმდნენ შემდგომი კომუნიკაციის გეგმაზე.


უკრაინული მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელის, იგორ ჟოვკვას თქმით, გერმანია ავლენს ლიდერობას უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაში, „განსაკუთრებით 2024 წელს ფართომასშტაბიანი დახმარების გაგრძელების თვალსაზრისით“.

„თქვენი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრია, არის უკრაინის უსაფრთხოებისა და მისი მომავლის შეუცვლელი გარანტი ამ ორგანიზაციებში,“ - განაცხადა ჟოვქვამ.

მანამდე უკრაინამ გამართა კონსულტაციების მეორე რაუნდი დიდ ბრიტანეთთან კიევის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ ორმხრივი შეთანხმების დადების შესახებ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ის იღებს სიგნალებს ევროკავშირისგან იმის შესახებ, რომ G7-ის დეკლარაციის გაგრძელებისას ევროკავშირსა და უკრაინას შორის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პრობლემები არ არის.

G7-ს ქვეყნები ვილნიუსში NATO-ს სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ ჩარჩო დოკუმენტზე. კონკრეტული ორმხრივი შეთანხმებები სახელმწიფოებთან, რომლებიც თანხმდებიან უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაზე, მოგვიანებით გაფორმდება.

11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ.

G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.