პრაღაში, უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილია თავად თავდამსხმელიც. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.
დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის უცხოეთის სამი მოქალაქე, კერძოდ, ორი - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ერთი ნიდერლანდებიდან. ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა კიდევ სამი ადამიანი ქუჩაში დაჭრა.
ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღეა.