უკრაიინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, საზღვაო თვითმფრინავების გამოყენების საშუალებით, უკრაინამ შავ ზღვაში 200-მილიანი უსაფრთხოების ზონის შექმნა შეძლო. ინფორმაციას RBC Ukraine ავრცელებს.
მედიის ცნობითვე, ამ მიღწევას შეუწყო ხელი როგორც თვითმფრინავების გამოყენებამ, ასევე, სარაკეტო დარტყმებმა რუსეთის ფლოტის ობიექტებზე შავ ზღვაში და დროებით ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად. ამან აიძულა რუსები გაეყვანათ, გემები სევასტოპოლის ყურედან და შეექმნათ უსაფრთხო საზღვაო დერეფანი სავაჭრო გემებისთვის.
მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ შექმნა უნიკალური საზღვაო დრონი სახელად - Sea Baby. ამ დრონების წარმოება უკრაინაში მიმდინარებს, მაგრამ ქარხნები მიწისქვეშაა განთავსებული.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას ახსენა რუსული ძალების დამარცხება შავ ზღვაში. ამასთან, ბლინკენმა რუსეთთან ომში უკრაინის ოთხ მიღწევას შორის სწორედ შავ ზღვაში კიევის წარმატება დაასახელა.