ალიანსი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს უკრაინის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიული ომისგან. NATO პირობას დებს, რომ უკრაინის გვერდით იქნება იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
„NATO მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქალაქებსა და სოფლებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია პუტინის მცდელობისა, გატეხოს უკრაინის მედეგობა. ის წარმატებას ვერ მიაღწევს," - ნათქვამია NATO-ს კომენტარში, რომელსაც უკრიანულ მედია ავრცელებს.
ალიანსში ასევე გამოეხმაურნენ პოლონეთში არსებულ ვითარებას და უკრაინის მეზობლებისთვის ომით გამოწვეულ საფრთხესაც შეეხნენ.
ალიანსის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ „NATO აძლიერებს თავის წარმომადგენლობას და მზადყოფნას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, მათ შორის, პოლონეთში და რომ პოლონეთი უკვე სარგებლობს 10 000-ზე მეტი მოკავშირის ჯარითა და ალიანსის მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალით, მათ შორის NATO-ს ვითმფრინავებით, რომლებიც პოლონეთის ცას იცავენ.“
NATO შემდგომში შეაფასებს თავის პოზიციას და დაიცავს პოლონეთის თითოეულ სანტიმეტრს.
შეგახსენებთ, რუსეთის მასიური თავდასხმების საპასუხოდ, NATO-უკრაინის საბჭო 10 იანვარს საგანგებო სხდომას გამართავს.