ნორვეგიის შემდეგ, დანიაში ორ F-16-ს ბელგიაც განათავსებს

ბელგია მარტიდან სექტემბრამდე დანიაში ორ F-16-ის ტიპის თვითმფრინავსა და ორმოცდაათი სამხედროსგან შემდგარ პერსონალს გაგზავნის. ისინი უკრაინელ მფრინავებს მოამზადებენ.

ანალოგიური გადაწყვეტილება მანამდე ნორვეგიამ მიიღო.

სასწავლო მისიის მიზანი იქნება არამხოლოდ პილოტების, არამედ, უკრაინელი ტექნიკოსების და მისიის დამგეგმავების მომზადება.


უკრაინელი პილოტები სწავლებას რუმინეთში, დანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. ამ უკანასკნელში ექვსმა უკრაინელმა საბაზისო ტრენინგი, მათ შორის, ინგლისური ენის შესწავლა შობამდე დაასრულა. შეგახსენებთ, ნოემბერში რუმინეთში F-16-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა.

უკრაინა F-16-ების მიღებას უახლოეს მომავალში ელის.