NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა განაცხადა, რომ თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიზანიც შავი ზღვის განაღმვაა. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი შეთანხმების საკითხზე მუშაობა 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან მიმდინარეობს.


„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თავად შეთანხმების კონცეფციაზე და ტექსტზე, როგორ მოვაგვაროთ ყველა საკითხი და მომავალ კვირას ჩემი მოადგილე იქნება სტამბულში, რომ მოაწეროს ხელი და ეს მისია მალე დაიწყება,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს.