აშშ-მ და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს

შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად მეორე შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პენი პრიცკერთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა უსაფრთხოების გარანტიების ერთგვარი ჩარჩო, რომლის უზრუნველყოფაც ვაშინგტონს კიევისთვის სურს.


შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, რომელიც პარასკევს კიევში ვიზიტით ჩავიდა, მოლაპარაკებები გამართეს და

უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ამასთან, უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას იწყებენ.


ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ.

G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.