ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩინეთისთვის „საშიში სეპარატისტის“ გამარჯვების შემდეგ, მიკრონეზიაში მდებარე ქვეყანა ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნაურუს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცდილობს, განაახლოს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც ტაივანს საკუთარ ნაწილად მიიჩნევს.
„პოლიტიკის ამგვარი ცვლილება ნაურუს განვითარებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ განაცხადა ქვეყნის ხელმძღვანელობამ.
ჩინეთი ნაურუს გადაწყვეტილებას მიესალმა.
მსოფლიოში დარჩა 12 სახელმწიფო, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ ტაივანთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან.
გაეცანით Europetime-ის სტატიას