აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაურუს მთავრობის ქმედება ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, სუვერენული გადაწყვეტილებაა, ის მაინც იმედგაცრუებას იწვევს. დეპარტამენტი ქვეყნებს მოუწოდებს, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან.
„ტაივანი სანდო, თანამოაზრე და დემოკრატიული პარტნიორია. PRC (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური ურთიერთობების სანაცვლოდ, რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან და გააგრძელონ დემოკრატიის, კარგი მმართველობის, გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის დაცვა. შეერთებული შტატები გააგრძელებს ჩვენი ჩართულობის გაღრმავებას და გაფართოებას ტაივანთან ჩვენთვის მრავალი საერთო ინტერესებისა და ღირებულებების მიმართულებით; მხარს დაუჭერს ტაივანის მნიშვნელოვან მონაწილეობას საერთაშორისო საზოგადოებაში და გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, რომელიც შეესაბამება ჩვენი დიდი ხნის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.