ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე: არავის ვურჩევდი ექსპერიმენტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, საერთაშორისო მედია საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინელების დახმარება არამხოლოდ უკრაინელი ხალხის დახმარება, არამედ ევროპის უსაფრთხოებაა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე ექსპერიმენტს არავის ურჩევდა, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში დიდი კრიზისი იქნება.“

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა მოხდებოდა, თუ უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაფინანსება შეუჩერდება და შეძლებს თუ არა უკრაინა, ებრძოლოს რუსეთს ამერიკის დახმარების გარეშე.


”მართალი გითხრათ, არავის ვურჩევდი ექსპერიმენტებს, რადგან საშინელი ექსპერიმენტია სხვა რამის გაჭიანურება, რაც დაგვეხმარება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მას ვუწოდებთ ”დახმარებას” დასახმარებლად, ასე რომ, სამწუხაროდ, ყველაფერი არ არის ნათელი. მიყვარს ეს, რა არის ეს უსაფრთხოება არ შემოიფარგლება უკრაინით. ასე რომ, უკრაინელი ხალხის უმრავლესობა. მაგრამ ეს არის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება, რადგან ჩვენ სიგიჟემდე ვამატებთ უსაფრთხოებას ყველა კონტინენტზე. და ის უკვე იღვრება."


„სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ვარ დაინტერესებული ექსპერიმენტებით, ვინაიდან ეს საშინელი ექსპერიმენტია - ამა თუ იმ დახმარების დაყოვნება. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხანდახან “დახმარებას” დახმარებას ვეძახით, ვინაიდან, სამწუხაროდ, ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს არამხოლოდ უკრაინის დახმარებაა. კი, ეს არის უკრაინელი ხალხის უმრავლესობის [დახმარება], მაგრამ ეს ასევე ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ყველა კონტინენტის უსაფრთხოებაზე.. და უკვე ახდენს გავლენას,” - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკირებამ ბევრ სახელმწიფოს აგრარული სექტორის ფასების პოლიტიკის დემპინგი მოუტანა, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფო “უბრალოდ პურის გარეშე დარჩა.”

„ჩვენს ენერგოსისტემაზე დარტყმები. აი, მაგალითი. უკრაინა ევროპულ ქსელს შეუერთდა. რაზე მეტყველებდა ეს? - ეს ევროპის ბევრი ქვეყნისთვის გამოსავალი იყო ფასების დემპინგის შემდეგ, რომელიც რუსეთმა შექმნა, - ეს გამოსავალი იყო იაფი დენის მისაღებად. ეს ასევე ძალიან დაეხმარებოდა უბრალო ხალხს ევროპაში,” - განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.