ფილიპ გორდონი: უკრაინის მხარდაჭერის დამტკიცების გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილიპ გორდონმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა, რომ კონგრესის ორივე პალატის წევრების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის წინადადებას. მისი თქმით, იმ კანონმდებლებს, რომლებიც ახლა ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ, სხვა პრიორიტეტები აქვთ და ისინი დაკავშირებულია აშშ-ის შიდა საზღვრის უსაფრთხოებასთან.


გორდნი ხაზს უსვამს, რომ დისკუსია არ არის ორიენტირებული იმაზე, ღირს თუ არა უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება და აშშ-ის კონგრესში უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია.

„ვფიქრობ, საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ დახმარებას უკრაინისთვის, მაგრამ ამ მხარდაჭერის გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით. მათ დაეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, თუ ხელს შეუშლიან სწორი გადაწყვეტილების მიღებას,” - აღნიშნა გორდონმა.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.