შუა დერეფანი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს - სერბეთის პრეზიდენტი

შუა დერეფანი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს განაცხადა.

„ეს მარშრუტი სულ უფრო და უფრო კრიტიკული მნიშვნელობის ხდება. ჩრდილოეთის მარშრუტი არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ შუა დერეფანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება," - აღნიშნა ვუჩიჩმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ბალკანეთის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული ურთიერთკავშირის დამყარების მნიშვნელობას.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ინტერკონექტორი ასევე მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას EBRD-ისგან ან EIB-ისგან, როგორც ეს სხვა პროექტების შემთხვევაში ხდება,“ განაცხადა ვუჩიჩმა. 


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.