აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანამ 2023 წელს რუმინეთში ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა.
კერძოდ, აზერბაიჯანმა რუმინეთში 621 947,79 ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა, რომლის ღირებულებამაც 382 756 670 დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანახმად, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15,5%-ით მეტია.