თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.
თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი 25 იანვარს დაუჭირა.
შვედეთის განაცხადის რატიფიცირება კიდევ ერთმა ქვეყანამ, უნგრეთმა უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც შვედეთი NATO-ს ოფიციალურად შეუერთდება.
შვედეთმა და ფინეთმა 2022 წლის გაზაფხულზე, NATO-ში წევრობის განაცხადი მას შემდეგ შეიტანეს, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.