უკრაინა და დანია უსაფრთხოების ვალდებულებებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

უკრაინა და დანია უსაფრთხოების ვალდებულებებზე მოლაპარაკების თაობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოეკე რასმუსენმა უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ.

G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.