უკრაინაში აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია ჩავიდა

კიევში ამერიკელი ინსპექტორები ჩავიდნენ. შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკ და კიევის რკინიგზის სადგურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

კიევში ჩასული ინსპექტორები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმოადგენენ.

„მოხარული ვარ, მივესალმო კიევში სამ ინსპექტორს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან და USAID-დან. მათი შეხვედრები აღმსრულებლებთან, პარტნიორებთან და უკრაინის მთავრობასთან მხარს უჭერს უკრაინაში აშშ-ის დახმარების ზედამხედველობას და ანგარიშვალდებულებას,“ – წერს აშშ-ის ელჩი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.