გერმანულმა ავიაგამანადგურებლებმა NATO-ს საჰაერო საზღვართან, რუსულ მზვერავ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

გერმანიის საჰაერო ძალების სარდლობამ, ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ რიუგენის მახლობლად, ქალაქ ლააგეს სამხედრო ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაგზავნა. სარდლობამ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსეთის სამხედრო მზვერავი თვითმფრინავი Ил-20М აღმოაჩინა. რიუგენი გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია.


გარკვეული დროის განმავლობაში რუსული თვითმფრინავი გერმანული ავიაგამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა, ვიდრე კურსი ისევ აღმოსავლეთისკენ არ შეცვალა.

გერმანიის საჰაერო ძალების მიერ 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ტრანსპონდერის სიგნალის - საიდენტიფიკაციო სიგნალის გარეშე დაფრინავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.